ვითარება ისრაელში
ისრაელსა და პალესტინელ მებრძოლთა შორის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების საფრთხე მატულობს. ისრაელის მოსახლეობა ორი დღეა გამაფრთხილებელი სირენებისა და პალესტინური რაკეტების აფეთქებების ქვეშ ცხოვრობს. საერთაშორისო საზოგადოება მხარეებს დეესკალაციისკენ მოუწოდებს. ისრაელის პრემიერ მინისტრი პირობას დებს რომ ჰამასი იერუსალიმზე მიტანილი იერიშის გამო პასუხს აგებს, თავდაცვის მინისტრი კი აცხადებს, რომ თავდასხმები მანამ გაგრძელდება, ვიდრე ხანგრძლივი სიმშვიდე არ დაისადგურებს.
