აფეთქებები ისრაელის ქალაქებში და ერთი დაშავებული საქართველოს მოქალაქე
20 საათიდან ისრაელის ქალაქ ლოდში კომენდანტის საათი ცხადდება, არ გახვიდეთ ქუჩაში! ამ განცხადებას ისრაელში საქართველოს საელჩო ავრცელებს და საქართველოს მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. რეგიონი ფართომასშტაბიანი ომის ზღვარზეა. თელავივი „ჰამასის“ წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას ჯერ არ გეგმავს, ჰამასის ლიდერები კი აცხადებენ, რომ მზად არიან ესკალაციისთვის. დაპირისპირება მთელი დღეა გრძელდება. ჰამასი უწყვეტად ბომბავს თელ-ავივს, აშკელონს და აშდოდს. ისრაელი კი, საჰაერო იერიშებით პასუხობს. ღაზის სექტორთან მობილიზებულია ისრაელის არმიის ჯავშანტექნიკაც. ორმხრივი საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა, ორივე მხარეს იზრდება. ამ დროისთვის ცნონილია, რომ ჰამასის შეტევების შედეგად ისრაელში მყოფი საქართველოს ერთი მოქალაქე ქალაქ ხულონში მსუბუქად დაშავდა. მას მარცხენა ხელში შუშის ნამსხვრევისგან მიყენებული ჭრილობა აქვს. ის საავადმყოფოდან სახლში გუშინვე გაწერეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
სიუჟეტის ავტორი: ლევან კვატაშიძე-2-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
