ვახტანგ გომელაურმა ამერიკელი მრჩეველი დააჯილდოვა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოს სახელმწიფო ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს უფროსი მრჩეველი, პოლიციის საკითხებში - მაიკლ ტერნერი, სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელითა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მედლით - „განსაკუთრებული დამსახურებისთვის“ - დააჯილდოვა.
