მძიმე ვითარება ისრაელში. გასული ღამის განმავლობაში 600 რაკეტა გაუშვეს
სარაკეტო დარტყმები გრძელდება. მარტო გასული ღამის განმავლობაში ისრაელისა და პალესტინის მხარეებმა 600-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს. ისრაელი, სარაკეტო იერიშს, ღაზის სექტორიდან მიტანილ ავიადარტყმაზე პასუხს უწოდებს. საპასუხო დარტყმებს არ წყვეტს პალესტნაც და კონფლიქტის გამწვავებაში პასუხისმგებლობას ისრაელს აკისრებს.
