ნარკოტიკების გასაღებისთვის სასჯელი მკაცრდება
სისხლის სამართლის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, პატიმრობის ვადა ათ წლამდე გაიზრდება. სანქციები მკცარდება ასევე ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გასაღებისათვის. რაც შეეხება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღებისთვის დადგენილ სასჯელს, თუ მოქმედი კანონმდებლობით დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა, პროექტის თანახმად, ეს ვადა 14-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთით შეიცვლება.
