ბელგია კოვიდრეგულაციების ძირითად ნაწილს ამსუბუქებს
კორონავირუსის დამარცხება ნაადრევია, მაგრამ თანაცხოვრება უნდა შევძლოთ - ეს ბელგიის პრემიერ მინისტრის სიტყვებია. აქტიური ვაქცინაციის პირობებში, ევროპის პოლიტიკური ცენტრი კოვიდ რეგულაციების ძირითად ნაწილს ამსუბუქებს. ბელგია, ქვეყანა სადაც პანდემიის დაწყებიდან კორონავირუსით ინფიცირების მილიონზე მეტი შემთხვევაა აღრიცხული, ფრთხილად, წესებთან ადაპტაციით ცდილობს ცხოვრების ჩვეულ ტემპს ეგრეთ წოდებული „თავისუფლების გეგმით“ დაუბრუნდეს.
სიუჟეტის ავტორი: ქეთევან ქარდავა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
