ოპოზიციის ნაწილი ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით, პოზიციას რადიკალურად ცვლის
მას შემდეგ რაც ნიკა მელია, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა, საპარლამენტო ოპოზიცია "ნაციონალურ მოძრაობას" საკანონმდებლო ორგანოში ელოდება, სადაც ამნისტიის ორი კანონპროექტია წარდგენილი. კანონპროექტის კონკრეტულ პუნქტებზე მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება ვერ ხერხდება. უფრო მეტიც, ახლა მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციის ნაწილი იმასაც ფიქრობს, არის თუ არა საერთოდ საჭირო პარლამენტმა ამნისტიის შესახებ კანონი მიიღოს.
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
