ამნისტიის კანონი
როგორ გავითარდება მოვლენები, პოლიტიკურ სივრცეში, ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ. საპარლამენტო ოპოზიცია, კოლეგებს ნაციონალური მოძრაობიდან, უკვე საკანონმდებლო ორგანოში ელოდება, რადგან, როგორც ხელისუფოების ოპონენტები ამბობენ, მელიას საპყრობილიდან გამოსვლა, უკვე ნიშნავს, რომ მისი პარტია, შარლ მიშელის დოკუმენტს უერთდება და კოლეგა ოპოზიციონერების ჩართვა, პარლამენტში დარეგისტრირებული ამნისტიის კანონპროექტის განხილვაში, უმნიშვნელოვანესია. ქართული ოცნება არ გამორიცხავს, რომ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ამნისტიას დათანხმდება, ამის ვარაუდის საფუძველს, როგორც პარტიაში ამბობენ, მათ, მელიას მრავალჯერ შეცვლილი პოზიცია აძლევთ. თუმცა არის თუ არა საერთოდ საჭირო, პარლამენტმა ამნისტიის შესახებ კანონი მიიღოს - ახლა დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიცია სწორედ ამ შეკითხვას სვამს.
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
