ატენში ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია
ატენში ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია,თუმცა გზის გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება. ადგილზე რამდენიმე ერთეული ტექნიკა მუშაობს. ძლიერმა წვიმამ პრობლემები ატენის ხეობაში გუშინ შექმნა. ატენთან უხვი ნალექის შედეგად ღვარცოფით ჩამოტანილმა ქვა-ღორღმა გზა ჩახერგა.
