„ასტრაზენეკას“ მეორე დოზით ვაქცინაცია იწყება
„ასტრაზენეკას“ ვაქცინის მეორე დოზით მოქალაქეების აცრის პროცესი დღეიდან დაიწყება. 5 აპრილიდან ამ ვაქცინით აცრა , მხოლოდ 55 წლის ასაკს ზემოთ მყოფ მოქალაქეებს შეუძლიათ ისევე, როგორც დიალიზზე მყოფ და ორგანოგადანერგილ პაციენტებს. ასაკობრივი შეზღუდვა არ ვრცელდება მათზე, ვინც პირველი დოზით აცრა ასტრაზენეკის ვაქცინით ჩაიტარა.
