ე.წ. სააფთიაქო ნარკომანია
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თბილისში ხუთი აფთიაქი გამოავლინა, საიდანაც უნებართვოდ და სანებართვო პირობების დარღვევით, სისტემატურად, რეცეპტის გარეშე ხდებოდა სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაცია. ხუთივე აფთიაქის ხელმძღვანელი პირები დააკავეს. მათ ბრალად ედებათ უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება. აფთიაქებიდან ამოღებულია დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული მედიკამენტი.
