მხარეების მოსმენის შემდეგ პრეზიდენტმა უნდა გადაწყვიტოს დაადებს თუ არა კოდექსს ვეტოს
დაადებს თუ არა პრეზიდენტი ვეტოს ადამინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებს? სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ელოდება ოპოზიციაც და მმართველი გუნდიც. ვეტოს უფლებით სალომე ზურაბიშვილს ამ დრომდე არ უსარგებლია. ორბელიანების სასახლეში ოპოზიციის შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობა, პრემიერი, ვიცე პრემიერი და შს- მინისტრი იმყოფებოდნენ. ქართული ოცნების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ თუ დოკუმენტი კანონად იქცევა, ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდება
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
