74 წლის ასაკში კინორეჟისორი ბუბა ხოტივარი გარდაიცვალა
სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს ტელეფილმების სტუდიისა და კინოსტუდია „ქართული ფილმის“ კინორეჟისორად. ასევე ხელმძღვანელობდა „ქართული ფილმის“ ახალგაზრდულ შემოქმედებით გაერთიანება „ადამ და ევას“. როგორც დამდგმელ რეჟისორს, გადაღებული აქვს დოკუმენტური და მხატვრული ფილმები. ბუბა ხოტივარის გარდაცვალებას გამოეხმურა პრემიერი და ოჯახს მიუსამძიმრა
