რიონში გაუჩინარებული მამაკაცის ძებნა განახლდა
დილიდან წყლისგან დაიცალა საგუბრები. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის რამდენიმე ბრიგადა მუშაობს, მაშველები მოსახლეობას ყურადღებისკენ მოუწოდებენ. აქვე გეტყვით, რომ 2 დღის განმავლობაში მდინარის დონე საგრძნობლად მომატებული იქნება, რის გამოც მოქალაქეებს თევზაობა და მიახლოება აეკრძალათ. შეგახსენებთ, ირაკლი ანთიძის კვალი მდინარე რიონში 10 აპრილს დაიკარგა
