„განახლებული რეგიონების” ფარგლებში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ სხდომა ამბროლაურში გამართა
პრემიერ მინისტრის ინიციატივით დაწყებული ახალი სახელმწიფო პროგრამის - „განახლებული რეგიონების” ფარგლებში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ, მორიგი სხდომა ამბროლაურში გამართა. კომისიამ მუნიციპალიტეტების მიერ წარდგენილ წინადადებებზე იმსჯელა და შეარჩია ის არეალები, რომელთა ურბანული განახლების პროექტების წარდგენა, გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებს დაევალებათ.
