ოპოზიცია პრეზიდენტთან - გამოიყენებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი ვეტოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსზე ოპოზიცია ვეტოს ითხოვს და პრეზიდენტთან ინდივიდუალურ შეხვედრებს მართავს. სალომე ზურაბიშვილი უკვე შეხვდა გირჩს, მოქალაქეს, სალომე სამადაშვილს, ლელოსა და სტრატეგია აღმაშენებლს. ორბელიანების სასახლესთან სოფო ბერიძე იმყოფება და გაკეთებულ განცხადებებს გაგვაცნობს.
