მარტვილის მუნიციპალიტეტში „წაჩხურობა“ აღინიშნება
მომლოცველები წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიაში, დილიდან შეიკრიბნენ. ტრადიციის თანახმად, უშვილო წყვილები მოსალოცად მიდიან, ტაძარში პატარა აკვნები და სხვადასხვა შესაწირი მიაქვთ. დღესასწაულზე, სპეციალური წირვა უშვილოებისთვის ტარდება და შემდგომ წყვილები ეზიარებიან.
