დაჭრა ყვარელში - დაკავებულია 1 ადამიანი
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1982 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 5 მაისს, ყვარელში, სოფელ ახალსოფელში, ურთიერთშელაპარაკებისას, თავისი ნაცნობი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი გადაყვანილია კლინიკაში, სადაც მკურნალობა უტარდება.
