დედამიწას გიგანტური რაკეტა უახლოვდება, რომელმაც კონტროლი დაკარგა
ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს. საუბარია რაკეტაზე, რომლითაც ჩინეთმა საკუთარ კოსმოსურ სადგურზე მოდული გაგზავნა. მისი მოძრაობის ტრაექტორია დედამიწის ატმოსფეროსკენაა მიმართული და ის სავარაუდოდ, 8-10 მაისს შემოვა ატმოსფეროში. სპეციალისტების ვარაუდით, 22-ტონიანი რაკეტის დიდი ნაწილი ატმოსფეროში შემოსვლისას დაიწვება, თუმცა ნაწილი დედამიწაზე ჩამოვარდება. ჩამოვარდნის სავარაუდო ადგილად , წყნარი ოკეანე სახელდება.
