ექიმების მოწოდება ვაქცინაციისკენ
ეპიდემიოლოგები, კორონავირუსის მესამე ტალღის, ყველაზე მძიმე დარტყმას, მაისის შუა რიცხვებში ელოდებიან. პანდემიის დასრულების ერთადერთი გზა კი, ვაქცინაციაა. ეპიდემიოლოგების მთავარი რეკომენდაციები კვლავ რეგულაციების დაცვა და აცრაა. მათი თქმით, იმუნიზაციის მსურველთა რაოდენობა იზრდება და თუ ტენდენცია გაგრძელდება, ქვეყანა ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება.
