„განახლებული რეგიონები“
პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაწყებული ახალი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ მუშაობა დაიწყო. პირველი სხდომა ქუთაისში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გაიმართა. იმერეთის შემდეგ, მიმდინარე კვირაში, სხდომები გაიმართება რაჭაში, გურიაში, სამეგრელოსა და აჭარაში.
