ამნისტიის ორი კანონპროექტი და ერთი სადავო მუხლი
ოპოზიცია ქართული ოცნების მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს იწუნებს და აცხადებს, რომ ჩანაწერი, რომელიც ბრალდებულს ამნისტიაზე თანხმობას სთხოვს, მიზანმიმართულად გაჩნდა. ამ მოსაზრებას ქართულ ოცნებაში არ იზიარებენ და თანხმდებიან, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე ბრალდებულს არჩევანის უფლება უნდა ჰქონდეს. სოფო ბერიძეა პირდაპირ ეთერში. სოფო, როგორც ვიცით, ცოტა ხნის წინ განცხადება გააკეთა ევროკავშირის ელჩმა. რა თქვა მედიასთან კარლ ჰარცელმა.
