პრემიერის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანში
აზერბაიჯანში საქართველოს პრემიერ მინისტრის ოფიციალური ვიზიტი პრეზიდენტთან შეხვედრით დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილს ილჰამ ალიევმა „ზაგულბას“ სასახლეში უმასპინძლა. მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა, მეგობრული ურთიერთობები და ხაზი გაუსვეს რეგიონული მნიშვნელობის წარმატებულ პროექტებს. საქართველოს მთავრობის მეთაურმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მოიწვია.
