აზერბაიჯანში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი დღის მეორე ნახევარში დაიწყება
ირაკლი ღარიბაშვილი პირველ შეხევდრას ქვეყნის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან გამართავს. ვიზიტის ფარგლებში მთავრობის მეთაური ასევე შეხვდება აზერბაიჯანელ კოლეგას და მილიმეჯლისის თავმჯდომარეს.
