ბილ და მელინდა გეითსები განქორწინდნენ
„ფორბსის“ სიაში მსოფლიოს უმდიდრეს წყვილთა შორის მეოთხე ადგილზე მყოფმა გეითსებმა ცალ-ცალკე ცხოვრება გადაწყვიტეს. როგორ გაიყოფენ 130 მილიარდ 500 მილიონ დოლარად შეფასებულ ქონებას ბილ და მელინდა გეითსები ჯერ უცნობია, მაგრამ დანამდვილებით ცნობილია ის, რომ ისინი ერთად გააგრძელებენ მათივე შექმნილ საქველმოქმედო ფონდში მუშაობას, რომელსაც ჯანდაცვისა და საგანმანათლებლო სისტემების განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს.
