პრემიერი აშშ-ის ელჩს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეერთებული შტატების ელჩს შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილმა და კელი დეგნანმა საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები და კოვიდ-19-ის გამო მსოფლიოში შექმნილი გამოწვევები განიხილეს. შეხვედრისას, ხაზი გაესვა ვაქცინაციის სწრაფად წარმართვისა და ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას პანდემიასთან ეფექტიანი ბრძოლის პროცესში.
