დიდუბეში ავარიული სახლების კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს
პროექტის ფარგლებში, სარდაფებში მიწის სამუშაოები სრულდება, საძირკველი კი რკინა-ბეტონით მაგრდება. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება აივნებს და შეიცვლება დაზიანებული კარ-ფანჯარა. სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ვეკუა გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.