საქველმოქმედო ორგანიზაცია „გლობალ სითიზენმა“ პანდემიურ რეალობაში პირველი მასშტაბური კონცერტი გამართა
მისი მიზანი მსოფლიოში კოვიდ ვაქცინის აუცილებლობის იდეის პოპულარიზაცია და მეტი ხელმისაწვდომობაა. კალიფორნიაში სოუფის სტადიონზე ჯენიფერ ლოპესის, ედი ვედერის, ჯეი ბალვინისა და სხვა მუსიკოსების მოსასმენად თავი ათასობით აცრილმა ადამიანმა მოიყარა. მაყურებელს სიტყვით მიმართეს პრინცმა ჰარიმ და ჯო ბაიდენმა. ვაქცინაციის მხარდამჭერ კონცერტს ტელე და ინტერნეტ მაყურებელი რვა მაისს ნახავს.
სიუჟეტის ავტორი: სალომე შანშიაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
