150-კაციანი სუფრა და დარღვეული რეგულაციები რიონის ხეობაში
იმ ფონზე, როდესაც ქვეყანში კოვიდ-ვითარება დაძაბულია, რეგულაციებით სასაფლაოებზე გასვლაც აკრძალულია, რიონის ხეობაში დიდი სადღესასწაულო სუფრა გაიშალა და არც ერთ დამსწრე ადამიანს პირბადე არ ეკეთა. ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებმა, „რიონის ხეობის მცველებმა“ და „ჯვაროსნულმა მსვლელობამ“ დაწესებული რეგულაციების უხეში დარღვევით, სოფელ ტვიშში ჯვრის აღმართვა აღნიშნეს. ქეიფი კოვიდრეგულაციების დარღვევით რამდენიმე საათს გაგრძელდა. ჯვარი კი მეუფე სტეფანეს ლოცვა-კურთხევით იმ ადგილას აღიმართა, რომელიც ჰესის მშენებლობის არეალში არ შედის.
