საეჭვო ადგილებში ხორცი არ იყიდოთ! - სურსათის ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება
საეჭვო ადგილებში ხორცი არ იყიდოთ - ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტო გვაფრთხილებს და სადღესასწაულო დღეებში განსაკუთრებული ყურადღებისკენ მოგვიწოდებს. მხოლოდ მიმდინარე წელს შესაბამისმა სამსახურმა 100-ზე მეტი ობიექტი დააჯარიმა ან გააფრთხილა. "ქრონიკის" ობიექტივში დღეს თბილისის ერთ-ერთი აგრარული ბაზარი მოხვდა.
