ზუგდიდის მუნიციპალიტეტში პოლიციელების მხრიდან მამა-შვილის დაჭრის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა უნდა დაადგინოს, გადაამეტეს თუ არა სამართალდამცველებმა უფლებამოსილებას. სოფელ ახალ აბასთუმანში, პოლიციელებმა მამა-შვილს ესროლეს, რომლებსაც სავარაუდოდ, ოკუპირებული აფხაზეთიდან უაქციზო სიგარეტი შემოჰქონდათ.
