კორონავირუსი მსოფლიოში
მოსახლეობის სიდიდით მსოფლიოს რიგით მეორე ქვეყანა მწვავე კრიზისშია, კორონავირუსით ინფიცირების მეორე ტალღის გამო, ინდოეთში საავადმყოფოები, სასაფლაოები და კრემატორიუმები გადავსებულია. ჩამოშლის ზღვარზეა ჯანდაცვის სისტემა ბრაზილიაშიც, სადაც კოვიდ 19-ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 400 ათასს გადააჭარბა. მკვეთრად მატულობს ინფიცირებულთა რაოდენობა თურქეთშიც.
