კახი კავსაძის სამოქალაქო პანაშვიდი
რუსთაველის თეატრის დიდ დარბაზში კახი კავსაძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. ლეგენდარულ მსახიობს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები პატივს მიაგებენ. კახი კავსაძეს ხვალ 14 საათზე რუსთაველის თეატრიდან გამოასვენებენ და ოჯახის გადაწყვეტილებით, საბურთალოს სასაფლაოზე მეუღლის, ბელა მირიანაშვილის გვერდით დაკრძალავენ.
