ამერიკელი დემოკრატი კონგრესმენი კახა კუჭავას პარლამენტის სპიკერად არჩევას ულოცავს
ამერიკელი დემოკრატი კონგრესმენი ჯერი კონოლი კახა კუჭავას პარლამენტის სპიკერად არჩევას ულოცავს. როგორც ამერიკელი კანონმდებელი „ტვიტერში“ წერს, კახა კუჭავას ლიდერობით ის მოუთმენლად ელოდება, საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების სრული აღსრულება იხილოს.
