სინოვაკის 100 ათასი დოზა საქართველომ საჩუქრად მიიღო
სინოვაკის 100 ათასი დოზა საქართველომ საჩუქრად მიიღო. სინოფარმის შემდეგ სინოვაკი მეორე ჩინური ვაქცინაა. მისი ტრანსპორტირება საქართველოში უნგრულმა მხარემ უზრუნველყო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ვაქცინას ჯანდაცვის და საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეები, ასევე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი დახვდნენ.
