დღეს ტაძრებში გარდამოხსნის წესი შესრულდება
დღეს წითელი პარასკევია. ამ დღეს საეკლესიო მსახურებაზე იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დაკრძალვას იხსენებენ. წითელი პარასკევი დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღეა. ტაძრებში არ სრულდება წირვა . გარდამოხსნის რიტუალი შუადღის ორ საათზე დაიწყება.
