ვაკეში გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, დაპირისპირებული მხარეები განსხვავებულ მოსაზრებებს გამოთქვამენ
გავრცელებული ცნობით, 1993 წელს მოკლული მხედრიონელის, ზაზა ვეფხვაძის შვილი ასევე ყოფილ მხედრიონელ თემურ ხაჩიშვილს თავს დაეხა. ვეფხვაძის ოჯახი პროვოკაციაზე საუბრობს და მომხდარში გიორგი რურუას და მის გარემოცვას ადანაშაულებს. როგორც ცნობილია, 28 წლის წინ მომხდარ მკვლელობაზე ვეფხვაძეების ოჯახი სასამართლში სარჩელს შეიტანს
