საქართველო ჩინეთისგან „სინოვაკის“ 100 000 დოზას მიიღებს
უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი მიანიჭებს თუ არა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აღნიშნულ ვაქცინას ავტორიზაციას. თუმცა ცნობილია, რომ „სინოვაკს“ რეგიონის რამდენიმე ქვეყანა უკვე იყენებს და მას კარგი შედეგები აქვს. სინოფარმზე კი 14 ათასამდე მოქალაქე უკვე დარეგისტრირებულია. დღესვე ჯანდაცვის სამინისტროში, კლინიკური ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, რომელზეც ვაქცინაციის პროცესზე იმსჯელეს.
სიუჟეტის ავტორი: ნუცა ტრაპაიძე-14-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
