პარლამენტში ამნისტიის შესახებ ორი კანონპროექტია დარეგისტირებული
დოკუმენტების ინიცირება ორშაბათს ბიუროს სხდომაზე მოხდება. რის შემდეგაც, საკომიტეტო განხილვები დაიწყება. საუბარია 19-21 ივნისის საქმეზე, ბრალდებულებისა და მსჯავრდებულების სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებაზე. მმართველი პარტია და ოპოზიცია ფორმულირებაზე ვერ თანხმდებიან.
