ვანდალიზმის ფაქტი თბილისის ცენტრში - ყაზბეგისა და დელისის ქუჩაზე მდგარ ავტომობილებს საქარე მინები ჩაუმსხვრიეს
ვანდალიზმის ფაქტი თბილისის ცენტრში. დამნაშავეებმა, ყაზბეგისა და დელისის ქუჩაზე მდგარ ავტომობილებს საქარე მინები ჩაუმსხვრიეს. ადგილობრივების თქმით, დაზიანებულია ერთი ჯიხურიც. ჯერ ჯერობით უცნობია, რამდენი ადამიანი ფიგურირებს მომხდარში. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. გამოძიება 187- ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს
