პოლიტიკური და საკანონმდებლო ცხოვრების ახალი ეტაპი დაიწყო
ამ სტარტისთვის „ქართულმა ოცნებამ“ სპიკერის პოსტზე კახა კუჭავა უკეთეს კანდიდატურად მიიჩნია. იმ მოტივით, რომ ორგზის ვიცე-სპიკერი ბოლო თვეების მძიმე პოლიტიკურ პროცესში არჩილ თალაკვაძის მსგავსად არ იყო ჩართული. პარლამენტის ახალ თავმჯდომარეს ყოფილი პრემიერის გუნდში გადანაცვლებულმა არც ერთმა დეპუტატმა არ დაუჭირა მხარი. გახარიას ექვსეულის პოზიციის მიუხედავად, 41 წლის კუჭავამ სპიკერის ტრიბუნა უკვე დაიკავა და პირობა დადო, რომ ეცდება იყოს მაქსიმალურად დაბალანსებული და ნეიტრალური.
სიუჟეტის ავტორი: ქეთი ქაშაკაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
