საქართველოს, თურქეთის, რუმინეთის, უკრაინისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ბუქარესტში შეიკრიბნენ
რუმინეთ-პოლონეთ-თურქეთის მინისტერიალზე, რომელიც 2012 წლიდან ტარდება, საქართველო და უკრაინა პირველად მიიწვიეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რეგიონში საქართველო ძლიერი და საიმედო პარტნიორია. სამიტის ფარგლებში დავით ზალკალიანმა, ოთხივე ქვეყნის პირველ დიპლომატებთან გამართა შეხვედრები. დღის ბოლოს კი ერთობლივი დეკლარაციაც გამოქვეყნდა

სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები