თბილისში არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის ბრალდებით ერთი მოქალაქე დააკავეს
გამოძიების ცნობით, ბრალდებული შრომით ექსპლუატაციას უწევდა მეუღლის არასრულწლოვან დისშვილებს, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის გამოყენებით აიძულებდა მოწყალების თხოვნას, წვრილმანი ნივთებით ვაჭრობას და შეგროვებული თანხის მისთვის გადაცემას. მისი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი, მათ ფიზიკურად უსწორდებოდა. დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
