ვის უნდა შეეხოს ამნისტია, ეს საკითხი დეპუტატებს შორის აზრთა სხვადასხვაობას იწვევს
ამნისტიის კანონპროექტზე მუშაობა უკვე დაიწყო. სამშაბათს კანონპროექტი პარლამენტში დარეგისტრირდება. ვის უნდა შეეხოს ამნისტია, ეს საკითხი დეპუტატებს შორის აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. ოპოზიცია ამნისტიის პროექტში კონკრეტული პირების ჩაწერას ითხოვს, რაც მმართველი გუნდის განმარტებით, სამართლებრივად არასწორია.
