პროტესტი ნამახვანჰესის წინააღმდეგ
ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა საგანგებო განცხადება გააკეთეს და განმარტეს, რომ პარასკევამდე ელოდებიან ხელისუფლების პასუხს მათ მოთხოვნებთან დაკავშირებით. თუკი სასურველ პასუხს ვერ მიიღებენ, ფართომასშტაბიან აქციებს და ქალაქების პიკეტირებას აანონსებენ.მათივე თქმით, დღეს კომუნიკაცია ჰქონდათ იმერეთის გუბერნატორთან , რომელმაც განუმარტა, რომ პარასკვამდე კონკრეტული გადაწყვეტიებები იქნება ცნობილი. ე.წ. ხეობის მცველები მოუწოდებენ ხრლისუფლებას დროულად მიიღონ გადაწყვეტილება და თუკი კოვიდთან დაკავშირებული შეზღუდვები გამკაცრდება, ჩათვლიან, რომ ეს სპეციალურად მათ წინააღმდეგ გაკეთდა და პროტესტს მაინც არ შეწყვეტენ.აქციის მონაწილეების სამი მოთხოვნა ასეთია: დატოვოს რიონის ხეობა საპოლიციო ძალებმა, მიეცეთ ნამოხვანში პროტესტის გაგრძელების შესაძლებლობა და შეწყდეს მოსამზადებელი სამუშაოები.
