ჭყონდიდის ეპარქიაში სიტუაცია დღესაც დაიძაბა
. სასულიერო პირები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ხმაური ამჯერად ღვთისმშობლის შობის მამათა მონასტერში მეუფე სტეფანეს გამოჩენას მოჰყვა. სალხინოს მონასტრის განყენებული წინამძღვარი, სხვა სასულიერო პირები, ასევე მრევლის ნაწილი ეპარქიის წარმომადგენლებს წირვის ჩატარების უფლებას არ აძლევენ. შეკრებილებმა პროტესტის ნიშნად ეკლესიის კარიც კი დაკეტეს. მეუფეს მოწინააღმდეგეები საეკლესიო კრების ჩატარებას და იმ ბრალდებების განხილვას, ითხოვენ რომელიც პეტრე ცაავას მეუფე სტეფანემ წაუყენა .
