ნიკა მელია რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში ბადრი ჯაფარიძემ მოინახულა
ციხიდან გამოსულმა „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ნიკა მელიას არ აქვს იმის განცდა, რომ დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი განიმუხტა. მისივე თქმით, გირაოს გადახდის მოთხოვნა არ არის გამოსავლის შეთავაზება, რადგან მელია გირაოს გადახდას უკანონოდ მიიჩნევს.
