არჩილ თალაკვაძის განცხადება
ხელმოწერაზე პრინციპული მზადყოფნა გვაქვს იმ მოცემულობით, რომ ჩვენი პარტნიორები კიდევ ერთხელ მკაფიოდ დააფიქსირებენ,რომ საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიული პრინციპებით ჩატარდა - განცხადება სპეციალურ ბრიფინგზე, არჩილ თალაკვაძემ გააკეტა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, იმისათვის რომ საერთაშორისო პარტნიორებმა მკაფიოდ განაცხადონ რომ საპარლამენტო არჩევნები სამართლიანი და დემოკრატიული პრინციპების დაცვით ჩატარდა, როგორც ეს ასახულია ეუთო/ოდირის დასკვნაში, მმართველი გუნდი ევროსტრუქტურების წარმომადგენლებს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შეფასების პროცესში ჩართვისაკენ მოუწოდებს
