"ქართული ოცნება" მზად არის შარლ მიშელის ახალი დოკუმენტი განიხილოს
მმართველი პარტიის ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ: „განახლებული დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ, ჩვენი მხრიდან პირობების მეტი კორექტირება აღარ მოხდება და ჩვენ არ დავეთანხმებით რაიმე შინაარსობრივ დამატებას.“ ქართული ოცნების პოზიციაა, რომ პირობებზე მოლაპარკება დასრულდა. ვრცელ განცხადებაში საუბარია ნდობის 40-ც პროცენტიან მაჩვენებელსა და გიორგი რურუას პატიმრობის საკითხზე. ნათქვამია ისიც, რომ თუ მას პრეზიდენტი შეიწყალებს, არ გამოხატავენ კრიტიკულ პოზიციას. მმართველი პარტიის განცხადება მიშელის პირველ დოკუმენტზე ხელმოწერით იწყება და მიმართვით სრულდება _ ადრესატი ოპოზიციაა. ოცნება მათ მოუწოდებს, გადადგან პასუხისმგებლობის მქონე ნაბიჯები
