განმუხტავს თუ არა პოლიტიკურ კრიზისს შარლ მიშელის ახალი დოკუმენტი
ორი განახლებული პუნქტით ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შეთავაზებამ ქვეყანაში შექმნილი რელობა კიდევ შეცვალა. მიშელის შეთავაზებაშია წერია, რომ პარლამენტმა 19-20 ივნისის მოვლენებზე ამნისტიის შესახებ კანონი უნდა მიიღოს , ამ საკითხზე საუბარი წინა დოკუმნეტშიც იყო , თუმცა ახლა დაკონკრეტებულია, რომ მხარეები ვალდებულებას იღებენ, შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე, ამნისტიის საშუალებით, ან ისეთი ზომების მიღებით, რომლებიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს. რაც შეეხება მეორე პუნქტს სახელწოდებით მომავალი არჩევნები : ვკითხულობთ, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 2022 წელს იმ შემთხვევაში დაინიშნება, თუ ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში ქართული ოცნება პროპორციული ხმების 43 პროცენტზე ნაკლებს მიიღებს.
